მამაკაცი მძარცველებს 5 დღის განმავლობაში აუპატიურებდა
- მსოფლიო
- 11.10.2016
- 13:10
მამაკაცი მეტსახელად ”ადამიანი-მგელი” თავის სახლში შეჭრილ მძარცველებს ხუთი დღის განმავლობაში აუპატიურებდა.
ამერიკის ფლორიდის შტატის ორმა მცხოვრებმა ძარცვისთვის სახლის შერჩევაში საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მძარცველები ვერც კი წარმოიდგენდნენ რა ჯოჯოხეთი ელოდათ, როდესაც ერთ-ერთ სახლში შეიპარნენ.
მათთვის საუბედუროდ, სახლის მეპატრონე, იმ დროს სახლში იმყოფებოდა. მას პოლიციის გამოძახება არც უფიქრია, თავად გაუსწორდა ორივე მძარცველს, დააბა და გააუპატიურა.
უცხოური მედიის ცნობით, უიღბლო მძარცველებზე სახლის მეპატრონე 5 დღის განმავლობაში ძალადობდა, ვიდრე მეზობლების ყურადღება სახლიდან გამოსულმა ყვირილმა არ მიიქცია.
ადგილზე მისულ პოლიციელებს საცოდავი მძარცველები საშინელ მდგომარეობაში დახვდნენ. ”არასდროს მინახავს სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფი მამაკაცების ასეთი გამოხედვა”,- განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
მედიის ინფორმაციით, მანამდე სახლის მეპატრონემ მამაკაცების გაუპატიურებისათვის 10 წელი ციხეში გაატარა.