პუტინი საფრანგეთში ვიზიტზე უარს ამბობს
- მსოფლიო
- 11.10.2016
- 13:35
ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში ვიზიტზე უარი განაცხადა. როგორც ”როიტერი” საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს, მოსკოვმა საფრანგეთის ხელისუფლებას პუტინის ვიზიტის გადადების შესახებ აუწყა.
”როიტერის” ინფორმაციით, დღეს დილით შედგა კონტაქტი კრემლისა და ელისეის სასახლის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ 19 ოქტომბერს დანიშნული ვიზიტზე უარს ამბობდა.
მანამდე ოლანდმა ტელეარხ TMC-თან მიცემულ ინტერვიუში რუსეთს სირიაში სამხედრო დანაშაულებებში დასდო ბრალი და 19 ოქტომბერს პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გამართვის საჭიროება ეჭქვეშ დააყენა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200