png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა

  • ეკონომიკა
  • 12.10.2016
  • 14:26
თიბისი ბანკის კამპანიისთვის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალი ვერსიები შეიქმნა

თიბისი ბანკმა საუკეთესო მომსახურების საკომუნიკაციოდ ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის ინსპირაციის წყარო ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „მოდი აქ“ გახდა. შეიქმნა სიმღერის 11 ახალი ქავერ ვერსია, რომელთა ნაწილი სოციალურ მედიასა და ტელევიზიაში უკვე გამოჩნდა. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა ვებგვერდიც, სადაც ვიდეორგოლები იქნება განთავსებული. www.modiaq.ge

იდეა კრეატიულ სააგენტო „Holmes&Watson”-ს ეკუთვნის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის ახალ ვერსიებზე კი კომპოზიტორმა გიორგი მახნიაშვილმა იმუშავა.

ახალი კამპანია თიბისი ბანკის  პროექტის „ვინც არ უნდა იყო“ გაგრძელებაა. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტ სივრცეში ტესტები გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, 4 კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაერკვია, 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანიდან რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა. შედეგად, ტესტი 12 სხვადასხვა ტიპაჟის ადამიანს ავლენდა: ხელოვანი, გმირი, მზრუნველი, მეამბოხე, ჯადოსნური და სხვა. იდეა ის იყო, რომ თიბისი ბანკი მათ ყველას განურჩევლად საუკეთესო მომსახურებას სთვაზობდა.

„ვინც არ უნდა იყო“ კამპანიის გაგრძელებაა 12 არქეტიპის შესაბამისი მუსიკის შექმნაც. ერთ-ერთ არქეტიპს, ჯადოსნურს ირაკლი ჩარკვიანის ორიგინალური მუსიკა მოერგო, დანარჩენი 11 არქეტიპისთვის კი ამ სიმღერის სხვადასხვა ვერსია შეიქმნა: მათ შორის ჯაზი, რეპი, ოპერა, სოული და ა.შ.

გადაღებებში მონაწილეობა 70-მდე მსახიობმა მიიღო. მეტი ინდივიდუალურობისთვის თითოეული მათგანის იმიჯსა და ჩაცმულობაზე დიზაინერმა იკა ბობოხიძემ იზრუნა.

სიმღერების სრულ ვერსიებს დაინტერესებული მსმენელი ნოემბრიდან ახალ ალბომში უნდა ელოდოს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge