ყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
- პოლიტიკა
- 13.10.2016
- 14:15
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულგმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ყირგიზეთის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200