png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა

  • პოლიტიკა
  • 13.10.2016
  • 15:58
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ჩხეიძე დაინიშნა.

გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

გიორგი ჩხეიძე ეკონომისტის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. გარდა ამისა, გიორგი ჩხეიძეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები გავლილი აქვს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა მენეჯერთათვის, სამუშაო პრაქტიკა ამერიკულ კორპორაციებში), აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებსა და კრედიტში), თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში (ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსი),  თბილისის მენეჯერთა სკოლაში (სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსების მართვა, ხელმძღვანელობა),  ბიზნესის ადმინისტრირების ონლაინ კურსები (MBA პროგრამა მენეჯერთათვის).

გიორგი ჩხეიძეს, 2012-2014 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა; გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო ლილოს წისქვილკომბინატის (შპს „ბეგი კომპანი“) გენერალური დირექტორი,  შპს „ქართული პროდუქტების“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ბრენდით „სოფლის ნობათი“) გენერალური მენეჯერი, შპს „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ (ქართული კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება) გენერალური დირექტორი, „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ (მსოფლიო ბანკი) საკრედიტო და საფინანსო კომპონენტის მენეჯერი, „საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრის“ (მსოფლიო ბანკი) სასოფლო ფინანსური განვითარების კომპონენტის მენეჯერი,  ქსნის მინის ქარხნის (სს „მინა“) გენერალური დირექტორი.

 ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge