png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ დასაქმდება

  • საზოგადოება
  • 14.10.2016
  • 12:13
 სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ დასაქმდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი სამი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტრენერის ასისტენტად დაიწყებს მუშაობას.

 „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგები გაიარეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი -თანადგომა“დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ სამ მათგანს დაასაქმებს. მსჯავრდებულებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს გადაეცათ.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანია მეხსიერების, წარმოსახვისა და დამახსოვრების უნარების გაუმჯობესება. ტრენინგზე დასწრება ნებაყოფლობითი იყო.

არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ბიბლიოთეკა კულტურული ცენტრი - თანადგომის“ ფსიქოლოგები მუშაობდნენ. პროგრამის დასასრულს გ.ხ-მ, გ.მ.-მ და ს.ს-მ კურსის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, სამივე მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩაერთვებიან, სწავლებისას ათვისებულ უნარ-ჩვევებს უკვე პრაქტიკაში დახვეწენ და შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალ ტრენერებად ჩამოყალიბდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა და მინდა აღვნიშნო რომ სამი ახალგაზრდა, რომელიც სასჯელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში უმტკივნეულოდ დაუბრუნდება საზოგადოებას და დაუყოვნებლივ დასაქმდება. ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

„მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის არის ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიით ტრენინგი, რომლეშიც ჩართული იყო 10 არასრულწლოვანი მსჯავრდებული. სწავლება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ ტრენერ-ასისტენტებად მიიწვევენ და ისინი სხვადასხვა სახის პროექტებში ჩაერთვებიან“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შორენა შიუკაშვილმა.

ეიდეტიკური სწავლების მეთოდოლოგიის შემსწავლელი ტრენინგ კურსი პირველად საქართველოში სწორედ N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge