პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა
- საზოგადოება
- 14.10.2016
- 13:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.
„დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი“, - განაცხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ქადაგებისას.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს მართმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. პატრიარქმა ასევე, ყველას მიულოცა სვეტიცხოვლობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200