საგანგებო ბრიფინგი 12:00 საათზე - შსს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე განცხადებას გააკეთებს
- სამართალი
- 17.10.2016
- 11:18
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგი 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
შსს-მ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე 7 ოქტომბერს გახსნილად გამოაცხადა.
გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ფაქტთან კავშირში მყოფი პირი, მიმდინარეობს მისი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინის ჩხრეკა.
გივი თარგამაძის მანქანა თბილისში 4 ოქტომბერს აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200