ბიონსეს კონცერტის მსვლელობისას ყურიდან სისხლდენა დაეწყო
- მსოფლიო
- 17.10.2016
- 12:20
ამერიკელ მომღერალს ბიონსეს ნიუ-იორკში კონცერტზე გამოსვლისას ყურიდან სისხლდენა დაეწყო. მომღერალმა ეს მაშინ შენიშნა, როდესაც სიმღერას Haunted-ს ასრულებდა. ბიონსეს მომხდარისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სიმღერა განაგრძო. კადრების ამსახველი ვიდეო Twitter-ში გავრცელდა. მაყურებლები მომღერლის გამძლეობით აღტაცებულნი დარჩნენ. ”მღერის მაშინაც, როდესაც ყურიდან სისხლი მოსდის, დედოფალი”, -წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ბიონსეს კონცერტი TIDAL X:1015-ის საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში გაიმართა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ნიკი მინაჟი, ლორინ ჰილი, კომონი და სხვა შემსრულებლები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200