png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეკა ბესელია: ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?!

  • პოლიტიკა
  • 17.10.2016
  • 13:57
ეკა ბესელია:  ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?!

ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი ეკა ბესელია კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რატომ არ მიიღო ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა ასამბლეის მიერ უკრაინის შესახებ შემუშავებულ რეზოლუციაში. მისი შეფასებით საკითხის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი სრული დემაგოგიაა.

,,არაერთხელ განვმარტეთ და ვფიქრობ, რომ გასაგებად ითქვა, მაგრამ თუკი ვინმეს დამატებითი სიცხადე სჭირდება, გეტყვით, რომ ეს არ იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს იყო ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით. კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, ყველა შესწორებას მხარი დავუჭირე. მხარი მთლიან რეზოლუციასაც დავუჭირე. სესიაზე მე კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებ. უკრაინელი კოლეგების მხრიდან არც დელეგაციასთან ყოფილა რაიმე თხოვნა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვხვდებოდით შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს, ბატონ ლომბარდის, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ აგრამუნტს, რომელიც “ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერია. რეზოლუცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს - უკრაინის ტერიტორიციაზე აგრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?! თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით! სახელწოდებას ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. 

ბესელიამ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ფილიპო ლომბარდისთან შეხვედრისას არჩევნების შედეგებთან და იმ მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც ქვეყნის ინტერესებშია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge