png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მოსულში ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო

  • მსოფლიო
  • 17.10.2016
  • 15:48
მოსულში ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის  აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო

ე.წ. ისლამური პოლიციის უფროსმა აბუ უსმანმა ”ისლამური სახელმწიფოს” მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ამბოხი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი As Sumaria ავრცელებს.

მედიის ცნობით, ალ-ბაღდადიმ მის დაქვემდებარებაში მყოფ ელიტურ ფორმირებებს  გადატრიალების მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა და ისლამური პოლიციის ხელმძღვანელობის განადგურების ბრძანება გასცა. წყაროს ინფორმაციით, მოსული  ქაოსშია გახვეული. ”ისლამურ სახელმწიფოში” დაპირისპირებულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის აფეთქებები არ წყდება.

ტელეარხის თანახმად, ”ისლამური პოლიციის” წარმომადგენელთა თქმით, ტერორისტების მეთაური სირიის ქალაქ რაქის მიმართულებით გაიქცა, მისი ცოლი კი დაპატიმრებულია. ამბოხის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ”მოსულში ალ-ბაღდადის მმართველობა დასრულდა”.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. სამხედრო ოპერაციაში ერაყის არმია, ქურთთა გასამხედროებული ფორმირებები და ანტიტერორისტული სართაშორისო კოალიციის სამხედრო ავიაცია მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიციის მიერ მოსულში განხორციელებულ ავიაიერიშებს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალი გადაურჩა. ლიკვიდირებულია ათობით მებრძოლი. მათ შორის ბაღდადის უახლოესი თანამებრძოლი აბუ მუსა ალ-მაღრიბი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge