ინდოეთში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემხვერპლა
- მსოფლიო
- 18.10.2016
- 10:37
სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 20- მეტი დაშავდა ინდოეთში კერძო საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ინციდენტი ორისის შტატის ქალაქ ბჰუბანეშვარში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
საავადმყოფოში ამ დროს 500-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ცცეხლმოდებული შენობიდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდა.
ხანძრის ჩაქრობაში 120-ზე მეტი მეხანძრე და მაშველი მონაწილეობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200