ჩიკაგოში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 18.10.2016
- 10:52
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ამერიკის ილინიოსის შტატის ქალაქ ჩიკაგოში მომხდარი სროლისას. ტელეარხ CBS News-ის ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში მოხდა.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ გავიდა. ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილეს თავში ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა, ოთხი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200