ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
- პოლიტიკა
- 18.10.2016
- 15:08
მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცენ ხმა არჩევნების მეორე ტურში, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მომავალი - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი მოქალაქეებს მხოლოდ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის როგორც შესაძლებლობა, ასევე საფრთხე”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის პირველი ვარიანტიდან პრეზიდენტის ამოღებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.
„სწორად ამოიღეს პრეზიდენტი ადრესატების სიიდან”, - განაცხადა მიშველაძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200