png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 18.10.2016
  • 17:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს - გიორგი ვაშაძე

,,პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვის ხელმომწერებისგან სჭირდება მეტი არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ჩვენს მხარდამჭერებს ვერაფერს შეუცვლის, არც იქნება სწორი და არც დაუჭერენ მხარს. კიდევ ერთი საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ასხივებს იმას, რომ ბრძოლას აპირებს მეორე ტურში. სხვა პოლიტიკურ პარტიებზე რომ მიდგა ჯერი, ჯერ შიგნით მოიძიონ ძალები, რამდენად არიან განწყობილი, რომ იბრძოლონ მეორე ტურისთვის. ამას დღეს ვერ ვხედავ და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით ნეგატიური. “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ასეა და მზად ვართ, იმ ადამიანებთან დისკუსიისთვის, ვინც ამ ინიციატივით გამოდიან”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ისე მიდის პროცესი, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

„მახსენდება 2014 წლის თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტური, სადაც 70% აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და დაახლოებით ალბათ მსგავსი შედეგი იქნება. ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი. კიდევ ერთიც მინდა ვთქვა, ის არგუმენტი, რომ ხელისუფლება ერთმა პარტიამ არ უნდა ჩამოაყალიბოს ესეც არასწორია, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება ამას, მთავრობის ჩამოყალიბებას სჭირდება უბრალო უმრავლესობა, რაც გარანტირებულზე უფრო გარანტირებული აქვს „ქართულ ოცნებას”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge