ერაყში მომხდარ ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 21.10.2016
- 11:08
სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა ერაყში მომხდარი ტერაქტისას. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში კირკურის პროვინციაში ელექტროსადგურზე თავდასხმისას მოხდა.
”თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა დილის 6 საათზე მოხდა, დაიღუპა სადგურის 12 ერაყელი თანამშრომელი და 4 ირანელი ტექნიკოსი”, - განაცხადა ქალაქ აბდულას მერმა ნურედინ ალ-სალეჰიმ.
სააგენტოს ინფორმაციით, ელექტროსადგურის ოპერატორი ერთ-ერთი ირანული კომპანიაა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200