png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

  • პოლიტიკა
  • 23.10.2016
  • 11:30
 მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცესკო-ს ინფორმაციით, 48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 36-ე მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონე ორი შემდეგი კანდიდატია. აკმამედ იმამკულიევი და თამაზ ნავერიანი მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. 

ცესკო-ს მონაცემებით, საერთო ჯამში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა  10 026 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების რაოდენობის 48, 11%-ია და "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 9 051 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 43,43 %-ია. 

ცესკო-ს მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამივე საარჩვნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, საკეთესო შედეგის მქონე შემდეგი ორი კანდიდატია. სანდრა რულოვსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 10 692 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 44,8%-ია და ედიშერ თოლორაია , “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 11 607, რაც საერთო რაოდენობის 48,63%.

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური. 

მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც განისაზღვრება 30 ოქტომბრით. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge