png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აჭარის მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 23.10.2016
  • 13:48
 აჭარის მაღალმთიან რაიონებში პედაგოგებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდა და ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე წარუდგინა.

ზურაბ პატარაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც მმართველმა გუნდმა პედაგოგებისათვის განახორციელა - მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოები, მაღალმთიანი სოფლებიდან უფასო ტრანსპორტირება, საიდანაც ბავშვებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ. ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებას "ქართული ოცნება" გეგმავს.

 "ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის, რადგან მსგავს შემთხვევებს ხშირად ჰქონდა ადგილი მაღალმთიან ხეობებში. ტრანსპორტირების უზრუნველყოფამ შედეგად მოიტანა მოსწავლეთა დასწრების 95%-მდე გაზრდა" - აღნიშნა პატარაძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს სტატისტიკაზეც. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე, აჭარაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 60-ზე მეტ სკოლას, აშენდა 12 ახალი სკოლა.

ასევე, ისაუბრეს პედაგოგების ხელფასების ზრდაზე. მაღალმთიან აჭარაში პედაგოგები უკვე სარგებლობენ მთის კანონის შეღავათებით, რაც ხელფასზე 35%-იან დანამატს გულისხმობს.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge