თურქეთი მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში ჩაერთო
- მსოფლიო
- 24.10.2016
- 09:57
თურქეთის არმია მოსულისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ამის შესახებ განცხადებას ოფიციალური ანკარა ავრცელებს. ანკარას მტკიცებით, ქალაქ ბაშიკისთვის ბრძოლაში თურქეთის არტილერია ქურთული პეშმერგას შენაერთებს ეხმარება. ბაშიკი მოსულთან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქთან არის განლაგებული თურქი სამხედროების ბანაკიც.
არც ქურთებსა და არც ერაყის ხელისუფლებას თურქული არტილერიის მონაწილეობა ამ დროდმე არ დაუდასტურებიათ. ამასთან ქურთები ამტკიცებენ, რომ ქალაქი მთლიანად დაიკავეს, თუმცა მებრძოლებისგან მისი გაწმენდა ბოლომდე ვერ შეძლეს.
ერაყის ხელისუფლება უარს ამბობს ოპერაციაში თურქი სამხედროების მონაწილეობაზე. ბაღდადმა ასევე დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ანკარას მიერ ბაშიკთან ახლოს მდებარე საწვრთნელ ბანაკში თურქეთის არმიის განთავსების გამო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200