მალტაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
- მსოფლიო
- 24.10.2016
- 11:48
მსუბუძრავიანი თვითმფინავი, რომელშიც ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანმშრომლები იმყოფებოდნენ, კუნძულ მალტაზე ჩამოვარდა. გაზეთ Times of Malta-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა.
წყაროს ცნობით, ლუქსემბურგის თვითმფრინავი ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს არენდით ჰქონდა აღებული.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავმა Metroliner-მა კატასტროფა აფრენიდან ცოტა ხანში კუნძულის სამხრეთით, ქალაქ ლუკას აეროდრომში განიცადა. არსებული ინფორმაციით თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატის მიმართულებით მიფრინავდა. ტრაგედიის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200