png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გლდანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 191 941 ლარი დაიხარჯა

  • ეკონომიკა
  • 24.10.2016
  • 15:08
 გლდანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 191 941 ლარი დაიხარჯა

გლდანის რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 9 სხვადასხვა მისამართზე, 3201 კვ.მ ფართობზე, განახლდა კორპუსის სახურავი, 11 ობიექტზე მოხდა ლიფტის რეაბილიტაცია, 1 ობიექტზე მოწესრიგდა  შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 კორპუსს ჩაუტარდა სართულ შორის ნაპრალების რეაბილიტაცია, 6 ობიექტზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები და 1 ობიექტზე დამონტაჟდა სადარბაზოს მეტალის კარი. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან, 191 941 ლარი გამოყო.

,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად ვხვდებოდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს, რა დროსაც, დაახლოებით 300-მდე კორპუსის თავჯდომარეს შევხვდი. შეხვედრებზე განვიხილავდით თითოეული კორპუსის პრობლემებს, საჭიროებებს და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად ვმსჯელობდით. მსგავსი შეხვედრები გვეხმარება იმაში, რომ პროექტების მიზნობრიობა სწორად განსაზღვროთ. ნოემბრის თვიდან წლის ბოლომდე კვლავ ვაპირებ ცალკეულ კორპუსებში სტუმრობას, რათა ახალი ბიუჯეტის ფორმირებისას მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,’’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაობი კიდევ არა ერთ მისამართზეა დაგეგმილი. კერძოდ, უახლოეს პერიოდში  14 კორპუსის სახურავი განახლდება, 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტს, 2 მისამართზე დამონტაჟდება მეტალის კარი, 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა, 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ, 2 კორპუსის სართულ შუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება  და 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, , 200 000 ლარამდე გამოყოფს.

გლდანის რაიონის გამგეობამ 2016  წლის  სამი კვარტლის მონაცემები შეაჯამა. ამ მონაცემების მიხევდით, 1 450 305 ლარით, 162  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობა  დაფინანსდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge