ერაყის არმიას მოსულთან 8 კმ აშორებს
- მსოფლიო
- 24.10.2016
- 15:25
ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულს 8 კმ-ის დაშორებით მიუახლოვდნენ. ტელეარხ ”ალ-მაიადინის” ინფორმაციით, ერაყის არმია დამაჯერებლად მიიწევს ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებისკენ. იმავდროულად დასაველთის ფრონტზე აქტიურად მოქმედებენ ”ალ-ხაშდ ალ-შააბისა” და ქურთების ”პეშმერგას” სამხედრო შენაერთები. გამთენიისას ”პეშმერგას” რაზმელებმა წარმატებით ჩაშალეს ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების იერიში ქალაქ სინჯარზე, რომელიც მოსულის დასავლეთით მდებარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200