კალეს ლტოლვილთა ბანაკი 2318 მიგრანტმა დატოვა
- მსოფლიო
- 25.10.2016
- 09:32
საფრანგეთის ქალაქ კალეს ლტოლვილთა ბანაკი 2318 მიგრანტმა დატოვა. ამის შესახებ შს მინისტრმა ბერნარ კაზნიოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ლტოლვილები ე.წ. „ჯუნგლებიდან“ 45 ავტობუსით გამოიყვანეს და საფრანგეთის 11 რეგიონში გადაანაწილეს. ევაკუაცია კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. დღესვე დაიწყება ბანაკში კარვების აღებაც. ამ დროისათვის „ჯუნგლებში“ 7 ათასამდე მიგრანტი რჩება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200