png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 26.10.2016
  • 15:22
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

 

გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, - „გარდაბნის თბოსადგური 2"-ის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. 

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა „გარდაბნის თბოსადგური 2".

პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტულია, რადგან, ზამთრის პერიოდში, მზარდი მოხმარების დაკმაყოფილება, ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მხრიდან, შეუძლებელია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან ასაშენებელია გარანტირებული სიმძლავრის კიდევ არაერთი ობიექტი, საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად ახალი ტექნოლოგიის, კომბინირებული წვის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობა. 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უმსხვილესი ჩინური კორპორაცია - China Tianchen Engineering Corporation-ი მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში და ეს საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ეს კი პირდაპირი გამოძახილია ბოლო პერიოდში გაფორმებული ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა, როგორიც გახლავთ თანამშრომლობის მემორანდუმი, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარებაზე და ასევე, მიღწეული შეთანხმება, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ თბოელექტროსადგური დასრულდება 2020 წლის ზამთარში. ეს გახლავთ კიდევ ერთი ახალი ენერგია ჩვენს ენერგოსისტემაში და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის მომზადებაში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთობა ძალიან გამჭვირვალე, კონკურენტული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა. 

„გარდაბნის თბოსადგური 2"-ის პროექტს, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, China Tianchen Engineering Corporation საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge