სირიაში სკოლაზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა
- მსოფლიო
- 27.10.2016
- 13:50
ალეპოში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მხრიდან სკოლაზე იერიშის შედეგად 15 ბავშვი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მისი ცნობით, ტერორისტებმა ელ-შუხადის რაიონში სახელმწიფო სკოლა დაცხრილეს. ინციდენტის დეტალები არ ვრცელდება.
ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში სკოლის წინააღმდეგ განხორციელებული მეორე თავდასხმაა. მანამდე იდლიბში სკოლაზე მომხდარი საჰაერო იერიშის შედეგად 22 მოსწავლე და 6 მასწავლებელი დაიღუპა. სირიის ან რუსეთის ავიაციის მიერ იყო განხორციელებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200