primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

  • საზოგადოება
  • 27.10.2016
  • 14:00
დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქში საშემოდგომო გამწვანების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.  სანაპიროების ჭადრებით განაშენიანების პროექტის ფარგლებში მარცხენა სანაპიროზე, 3-3,5 მეტრი სიმაღლის 20 ძირი აღმოსავლური ჭადარი დაირგო. მიმდინარე სეზონზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე სულ 200 ძირი ჭადარი დაირგვება.

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა ხე-მცენარეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან,  ნინო  სულხანიშვილთან და  ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად  დარგო.

„საშემოდგომო რგვების სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. დღეს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დავრგეთ დიდი ზომის აღმოსავლური ჭადრები. ამასთან, მტკვრის ორივე სანაპიროზე  გამხმარი ჭადრები, ერთი კვირის განმავლობაში,  200 ცალი 3 მეტრიანი ახალი ნერგებით ჩანაცვლდება. სეზონის განმავლობაში კი ქალაქის შემოსასვლელები და შიდა ტერიტორიები  80 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგით გამწვანდება, რაც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“ - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

 ქალაქის შემოგარენი  და ცენტრალური უბნები, შემოდგომაზე, 80 000 ნერგით განაშენიანდება.  50 000  ხე-მცენარე  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო,  ხოლო  30 000-მდე ნერგი  სკვერებში,  გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ  დაირგვება.  დასარგავი  ხე-მცენარეების  სიმაღლე 1,5-3,5  მეტრი სიმაღლის  ფარგლებში  მერყეობს.  მათ  შორის,  5000  ნერგის  სიმაღლე  2,5-3,5  მეტრია.   საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

სპეციალისტების   რეკომენდაციით  საშემოდგომო  გამწვანებისთვის  შერჩეულ  სახეობებს  შორისაა  თეთრი  აკაციის,  მინდვრის  ნეკერჩხლის,  იფანის,  აღმოსავლური  ჭადრის,  ზეთისხილის,  ჰიმალაის  კედარის,  კიპარისის,  ნუშისა და ვერხვის ნერგები.

დარგული   ხე-მცენარეების   მოვლა-პატრონობას   კონტრაქტორი   კომპანიები  4  წლის ვადით  უზრუნველყოფენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge