primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ზურაბ პატარაძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობას გაეცნო

  • საზოგადოება
  • 27.10.2016
  • 16:34
ზურაბ პატარაძე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობას გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამმართველოს ეწვია. მთავრობის თავმჯდომარე უწყების მუშაობის პრინციპებს და სამმართველოს სტრუქტურას გაეცნო. შეხვდა თანამშრომლებს, რომლებმაც რეგიონში სხვადასხვა დროს არაერთი პროექტი განახორციელეს- ატმოსფერული ჰაერის, წყლის და გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის მიზნით. ასევე ტყის რესურსების მართვის, ინვენტარიზაციისა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიური კატასტროფების და სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების აუცილებლობაზე. გაეცნო აჭარაში ამ დროისათვის არსებულ ზოგად ეკოლოგიურ მდგომარეობას, მათი აღკვეთისა და მოგვარების გზებს.

,,მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელსაც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო რეგიონში ტყის მოვლა-შენახვისა და ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. მეტი ღონისძიებაა გასატარებელი გარემოს დაცვისა და მოვლის მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობადობის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ასამაღლებლად"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრისას.

აჭარის გარემოს დაცვისა და უნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს ატმოსფერული ჰაერის და წყლის მონიტორინგს, გეოლოგიური პროცესების მონიტორინგს, ტყის რესურსების მართვას, ტყის ინვენტარიზაციას, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას და სხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს.

აჭარის სატყეო სააგენტომ ტყეების ბუნებრივი განახლების ფარგლებში შეღობა და გაწმინდა 351 ჰა ფართობის ტყის ტერიტორია. 150 000 ჰა ფართობზე აწარმოა კომპლექსური სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად განხორციელდება ტყის ფონდის ტერიტორიების ტოპოგრაფიული რუკების, ფოტოგრაფიული სქემების, გეგმების მომზადება, ტყის კორომების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების დადგენა.

შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიებების ფარგლებში მდინარის კალაპოტიდან დაახლოებით 220 000 კბ.მ. ინერტული ნატანის ამოღება და ზღვის სანაპიროზე განთავსება განხორციელდა. ინერტული ნატანი განთავსდა ბათუმის, ადლიის, დაბა ჩაქვის, სოფ. ბობოყვათის და ქობულეთის სანაპიროებზე. ასევე ბათუმის ადლიის სანაპირო ზოლზე ფლეთილი ქვებით ნაპირდამცავი ნაგებობა მოეწყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge