png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვედა

  • პოლიტიკა
  • 27.10.2016
  • 17:10
სოფლის მეურნეობის მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვედა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  (WIPO) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბინინ ვანგს შეხვედა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარებისა და პროდუქციის ბრენდირების საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით (2015-2020 წლები) გათვალისწინებული პრიორიტეტია.

„ჩვენ თანმიმდევრული მარკეტინგულ ღონისძიებებს ვახორციელებთ ისეთ ბაზრებზე, რომელთა დივერსიფიკაცია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შევძელით. ქართული აგრარული პროდუქციის ბრენდირების  მიმართულებითაც აქტიური სამუშაოებია დაგეგმილი. აგროსასურსათო პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დაცული აგროწარმოშობების სწორი ადმინისტრირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საიმედოობისა და სანდოობის გასაჩენად, უკვე ცნობად პროდუქტს სწორი ადმინისტრირება სჭირდება. ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე  ქართული პროდუქციის რეგისტრაცია, მისი დაცვის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის გარანტიას ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)  წევრი ქვეყანაა. როგორც  სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბინინ ვანგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია გეოგრაფიული აღნიშვნების სქემების განვითარების მიმართულებით WIPO-სა და საქართველოში შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი თანამშრომლობა.

შეხევდრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე,  მეწარმეთა ასოციაციების როლზე ბრენდინგის წარმატებული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge