png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 27.10.2016
  • 17:20
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საზღვაო აკადემიის რექტორი და ამავდროულად შორეული ნაოსნობის კაპიტანი ირაკლი შარაბიძე, რომელმაც მთავრობის თავმჯდომარეს მათ დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ კაპიტნებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ხაზი გაუსვა რეგიონისათვის საზღვაო დარგის მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებაზე, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ზურაბ პატარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით სწორი კონცეფციის შემუშავება, რისთვისაც საზღაო ტრანსპორტის საგენტოსთან და საზღვაო აკადემიასთან ერთად უნდა განხორციელდეს ქმედითი ნაბიჯები.

„მინდა უდიდესი პატივისცემით დიდი მადლობა გადავუხადო თითეულ მეზღავურს, ლექტორ-მასწავლებელს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის. ცნობილია, საქართველოში 9 000-მდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ წინსვლასა და კეთილდღობასთან“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შორეული ნაოსნობის კაპიტნებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაისვა სხვადასხვა საკითხი, რომელთა გადაჭრის გზებზე აჭარის მთავრობა საზღვაო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge