ბახტრიონზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
- სამართალი
- 28.10.2016
- 09:35
გვიან ღამით ორი ახალგაზრდა დაჭრეს ბახტრიონის ქუჩაზე. შემთხვევა 162-ე სკოლის ტერიტორიაზე, მოხდა. თვითმხილველებმა დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
დაჭრილები სკოლის მოსწავლეები არ არიან. სხვა დეტალები უცნობია.
დაჭრილი ორი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.
მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.