primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

  • პოლიტიკა
  • 28.10.2016
  • 13:31
 სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  და USAID-ის  პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა,  ბრაიანკინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების  (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას.

მემორანდუმის ფარგლებში,რეგიონებში განთავსებულსოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიულიაღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის  კონსულტაციის გაწევას  ადგილზე  შეძლებენ. 

,,სოფლისმეურნეობისსამინისტრო USAID-თანუკვეწლებიაწარმატებითთანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ისოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც USAID-ის  პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა,  ბრაიანკინგმააღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის  ,,ზრდა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა.  „ზრდა“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელსშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, მეწარმეებსა დამყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

მხარეები მემორანდუმით  გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან  დაიწყებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის ‘ზრდა’’ პროექტის თანამშრომლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge