png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვფიქრობ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელი - დემურ სტურუას დედა

  • საზოგადოება
  • 28.10.2016
  • 14:39
ვფიქრობ, გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელი - დემურ სტურუას დედა

"წერილი ნამდვილად არის ჩემი შვილის ხელით დაწერილი, მაგრამ, როგორც ასეთი, წინა მხარეს არამგონია, რომ ჩემი შვილის აზრით იყოს დაწერილი, რადგან ეს წერილი დააწერინეს. წინა მხარეს არეულად წერია, მეორე მხარეს - დალაგებულად", - ამის შესახებ სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედამ ნონა ჯოჯუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შესაძლოა, მისი შვილის მკვლელი არ იყოს და ნამდვილი დამნაშავე გარეთ თავისუფლად დადის.

"განგებ დაადანაშაულა ვიღაცამ გოდერძი თევზაძე. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ გოდერძი თევზაძე მკვლელია. როდესაც გოდერძი უბნის რწმუნებული იყო, ბევრჯერ დამიდგა გვერდით. არცერთი პოლიციელი არ დამხმარებია", - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.

ნონა ჯოჯუას კითხვები აქვს მიმდინარე გამოძიებასთან.
"მიკვირს, რომ იდება სასამართლოები, უმიზეზოდ, მტკიცებულებები არ არის. გოდერძი თევზაძე არ არის მკვლელი, მაშინ ნამდვილი მკვლელი გარეთ დადის, ხომ?! გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სად არის გამოძიება, რას აკეთებს ამდენი ხანი, თუ ის მკვლელი არ არის, ნამდვილი მკვლელი რომ გარეთ დადის. ვფიქრობ, შეიძლება არ არის გოდერძი ნამდვილი მკვლელი და გარეთ არის ის ნამდვილი მკვლელი. შეიძლება, ის არის, რომ მაშინებს. ისიც მაინტერესებს, სადაა გამოძიება, რომ ჩემს შვილს ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ. რომელიც ის ტელეფონი სხვა ბიჭმა მიიტანა ლომბარდში, ეს რატომ არ არის გამოძიებული. იმ ზომაზე ვარ უკვე, რომ არავის ვენდობი, რადგან ყველა გაიფანტა, ყველა წავიდა და დამტოვა. გაურკვევლობაში ვარ, მე მაინტერესებს ნამდვილი მკვლელი. შეიძლება მართლაც ქუჩაში დადის ის და ჩემი შვილი მიწაშია. მოვითხოვ, ქუთაისში ეს რომ არ დამტკიცდეს და ნამდვილი მკვლელი ვინც არის, ის თუ არ დაისჯება, მე თბილისს მივმართავ. თბილისი არ დამეხმარება, სხვაგან წავალ. არ მინდა, ჩემი შვილის მკვლელმა გარეთ იაროს. ისეთი რაღაცები მესმის, ისეთ კითხვები მიჩნდება რომ დავდივარ ყველგან, ყველაფერი მესმის, რომ არამგონია, გოდერძი მკვლელი იყოს", - განაცხადა ნონა ჯოჯუამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge