png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მთაწმინდის მე-18 უბანზე უცხო პირების შესვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 30.10.2016
  • 10:37
 მთაწმინდის მე-18 უბანზე უცხო პირების შესვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთაწმინდის მე-18 უბანზე ინციდენტი მოხდა.  როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, გუშინ, დაახლოებით 18:20 საათზე, სამი პირი მივიდა მთაწმინდის მე-18 საარჩევო უბანზე, მათ დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წარომომადგენლებმა,  შევიდნენ საარჩევნო უბანზე,  დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია. მათ შორის აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგდიო სიები, რომელიც შეიცავს ამომრჩევლის პერსონალურ და პირად მონაცემებს.

„მოგვიანებით, დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეჯები. დაცვის პოლიციამ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო საარჩევნო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ადგილზე მისული იყო ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შეტყობინება შვიდა 112-ზე და შესაბამისად, გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“,-აღნიშნა მიქელაძემ.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დოკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული ფაქტი, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩვნო უბანზე მოტყუებით შესავლას და უფლებამოსილების გადამეტებას.

„შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ დამკვირველებს, საარჩევნო უბნებზე უფლების მქონე პირებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არ გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში“,-განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.

რაც შეეხება დამკვირვებლებს და პარტიის წარმომადგენლებს, მიქელაძის თქმით, ვინაიდან აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გაასაჯორვებს ინფორმაციას, რომელ სადამკვრივებლო ორგანიზაციასა და პარტიაზეა  საუბარი.   

„დღეს ამ უბანზე არანაირი შეფერხება არ არის, ჩვეულებრივად მიმდინარეობს არჩევნები“,-განაცხადა მიქელაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge