მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსი კანდიდატი ლიდერობს
- მსოფლიო
- 31.10.2016
- 09:42
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. წინასწარი მონაცემებით, პრორუს კანდიდატს, სოციალისტ იგორ დოდონს ამომრჩეველთა ხმების 48,7 პროცენტი აქვს, მეორე ადგილზე კი ხმათა 37,9 პროცენტით ოპოზიციური პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერი მაია სანდუა. არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში სავარაუდოდ 13 ნოემბერს გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200