თურქეშთი ოპოზიციური გაზეთის რედაქტორი დააკავეს
- მსოფლიო
- 31.10.2016
- 11:21
თურქმა პოლიციელებმა ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის რედაქტორი მურათ საბუნჯუ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი CNN Turk-ი ავრცელებს.
ტელეარხისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა გაზეთის კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელის სახლებში ჩაატარეს. პოლიციამ ასევე დააკავა გაზეთის მიმომხილველი გიურაი ოზი, დაკავებისა და ჩხრეკის მიზეზები უცნობია. მასობრივი დაკავებები თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200