საფრანგეთის ხელისუფლებამ მიგრანტების ბანაკის დაშლა დაიწყო
- მსოფლიო
- 31.10.2016
- 13:06
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზის მეტროსადგურ ”სტალინგრადთან” სტიქიურად შექმნილი არალეგალი მიგრანტების ბანაკის დაშლა დაიწყო.
ტელეარხ BFM TV-ის ცნობით, პოლიცია გამოსახლებულებს ორ ჯგუფად ანაწილებს. ერთ ჯგუფში შედიან მიგრანტები, რომლებსაც დოკუმენტები არ გააჩნიათ, მეორე ჯგუფში კი თავშესაფრის ოფიციალური მაძიებლები. ბანაკში მცხოვრებთა რაოდენობა 2500-მდეა.
ხელისუფლება პირველად არ ცდილობს ბანაკიდან მიგრანტების გამოსახლებას. ბოლო პერიოდში იძულებითი ევაკუაცია სექტემბერში განახორციელა და სტიქიურად შექმნილი ბანაკიდან 1400 ადამიანი გამოასახლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200