png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ანა ნაცვლიშვილი: პირველი ტურისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ხარვეზები დღისგან, არ დაფიქსირებულა

  • საზოგადოება
  • 31.10.2016
  • 13:33
ანა ნაცვლიშვილი: პირველი ტურისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ხარვეზები დღისგან, არ დაფიქსირებულა

 განსხვავებით არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრის დღისგან, არ დაფიქსირებულა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მნიშვნელოვანი ხარვეზები, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

„თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი, კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე ან უბნების დარბევის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა ამომრჩევლების მხრიდან არჩევანის განსხვავებული ფორმით დაფიქსირებაზე.

„29 ოქტომბერს საია-მ გააკეთა განმარტება, რომ ამომრჩევლისთვის მითითების მიცემა, განსხვავებული ფორმით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი ბიულეტენებზე და მოეხდინათ ამ ფაქტის ფოტო გადაღება, იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართულმა ოცნებამ“ უარყო მსგავსი მითითების გაცემა. 
საია-ს დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს,ზემოაღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით.
იმ 300-მდე უბანზე, სადაც საია-ს დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილები ჩვენს მიერ დაფიქსირდა 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების -ოთხკუთხედით ან სამკუთხედით შემოხაზვა. ასევე 40-მდე შემთხვევა,ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის. აღნიშნული შესაძლოა აღძრავდეს კითხვებს ცალკეულ.შემთხვევებში ამომრჩევლის ნების კონტროლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე. 
განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების სამი შემთხვევა დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ - სამგორის ოლქში,92,97,108-ე უბნებზე. ხოლო დანარჩენი „ქართული ოცნების“ შემთხვევებში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საია მიმართავს მოქალაქეებს,  იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა იძულებას ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე, ან მომავალში დაფიქსირდება რაიმე ფორმით ზეწოლა, მიმართონ არასამთავრობო ორგანიზაციას.  

ამ დროისათვის საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 60-მდე საჩივარი და 59-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge