png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილი: გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო

  • პოლიტიკა
  • 31.10.2016
  • 14:10
მიხეილ სააკაშვილი: გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო

ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თანამოაზრეებს გაერთიანებისა და ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდებს.

,,გუშინდელი მეორე ტური ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ვვარაუდობდი და ყველას ვაფრთხილებდი - ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში, ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა "კარუსელების" ტრიალზეც კი და უმეტეს ადგილას უბრალოდ დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენ აქტივისტს და იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავმართოთ ღია დისკუსია არა იმაზე, თუ როგორ "წავაგეთ" არჩევნები, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ აღვუდექით წინ, ივანიშვილის მიერ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმებას.

მე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე 2012 წელს, გადავაბარე ადამიანს, რომელიც თავიდანვე ნათელი იყო , რომ არჩევნებით წასვლას არ აპირებს. და მაინც გადავაბარე, იმიტომ რომ ასეთი იყო ქართველი ხალხის ნება. ივანიშვილს მაინც მოუხდება წასვლა, რადგან, ასეთი იქნება ქართველი ხალხის ნება. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების ფუნქციაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხის ნების აღსრულებას მშვიდობიანი და საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგების გზით.

2003 წელს, ჩვენ ვემზადებოდით ხელისუფლების მიერ მასობრივი გაყალბებისთვის და ამიტომ შევძელით მობილიზება, ახლა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ივანიშვილის პირობებში ყველა შემდგომი არჩევნები გაყალბდება და გამოსავალი არა ხელების ჩამოშვება, არამედ ამ გაყალბებებზე რეაგირება და აფერისტულ - დანაშაულებრივი რეჟიმის საპირისპიროდ ყოველდღიური წინააღმდეგობების ორგანიზებაა. გვეყო თავზე ნაცრის ყრა, ახლა გადაჯგუფება და აქტიური ბრძოლის დაწყებაა საჭირო”, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge