აფეთქება ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი
- სამართალი
- 31.10.2016
- 14:36
აფეთქება ვარკეთილში - შემთხვევა ავტოფარეხში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოფარეხს მფლობელები საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟიც.
წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200