png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარაში მეციტრუსეთა ფორუმი ,,ციტრუსი ექსპორტი 2016’’ გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 31.10.2016
  • 17:42
აჭარაში მეციტრუსეთა ფორუმი ,,ციტრუსი ექსპორტი 2016’’ გაიმართა

ციტრუსის სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  ქობულეთში ფორუმი  ,,ციტრუსის ექსპორტი  2016’’ გაიმართა. ფორუმს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ. 

როგორც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა,  აჭარის მთავრობა  აქტიურად მუშაობს ქართული ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ციტრუსის სეზონის წარმატებულად განხორციელებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები უკვე ჩატარდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საექსორტო ქვეყნების მხრიდან ქართული ციტრუსით დაინტერესება მაღალია. გაჩნდა ახალი საექსპორო ბაზრებიც,  რაც იმის წინაპირობაა, რომ  წლევანდელი ციტრუსის სეზონი წარმატებით ჩაივლის.

ფორუმზე მიმდინარე წელს ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა  ციტრუსის წარმოება-გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე  კონკურენტუნარიანი   პროდუქციის მიწოდების საკითხებზეც  იმსჯელეს. 

ფორუმში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის, ლარსის გამშვები პუნქტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს,  შემოსავლების სამსახურებისა და  აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საბორნე გადამზიდავი კომპანიების, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების  და სხვადასხვა  ქვეყნის ბიზნესწრეების  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს  ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმოები -  შპს ,,აგროინვესტსერვისი’’, შპს ,,TCF GEORGIA’’   და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ და  საწარმოების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge