Haloween-ის დღესასწაულის აღნიშვნისას ჩიკაგოში 17 ადამიანი დაიღუპა
- მსოფლიო
- 01.11.2016
- 10:07
ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას, Haloween-ის დღესასწაულზე მომხდარ ინციდენტებს, 17 ადამიანი ემსხვერპლა.
გაზეთ Chicago Tribune-ის ცნობით, უიკენდის განმავლობაში ჩიკაგოში კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი დაჭრეს.
გარდაცვლილთა შორის ყველაზე უმცროსი 14 წლის დემარკო ვებსტერია, რომელსაც იმ დროს ესროლეს, როდესაც ის მამას სახლიდან გამოსვლაში ეხმარებოდა.
სულ მიმდინარე წელს ქალაქში 638 მკვლელობა მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 217-ით მეტია.
ჩიკაგო რეგულარულად შედის აშშ-ის ქალაქების სიაში დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200