აშშ-ში ავტოავარიას ბავშვები ემსხვერპლნენ
- მსოფლიო
- 01.11.2016
- 10:18
სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა სატვირთო მანქანისა და ავტომისაბმელის შეჯახებისას. ინციდენტი მისისიპის შტატის ქალაქ ჩანკიში მოხდა.
ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, ღია ავტომისაბმელში ბავშვები და უფროსები იმყოფებოდნენ, რომლებიც Haloween-ის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. დაიღუპა ორი ბავშვი და ერთი მშობელი. შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ტრანსპორტირებისათვის სამი ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. ავარიის მიზეზები უცნობია. პოლიციამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200