ინდონეზიაში დაკარგულ თვითმფრინავსა და ოთხ ცხედარს მიაგნეს
- მსოფლიო
- 01.11.2016
- 10:46
ინდონეზიელმა მაშველებმა დაკარგულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს და მის ნამსხვრევებში ოთხიცხედარს მიაგნეს. როგორც ”ასოშიეიტედ პრესი” წერს, თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯაიავიჯაის ოლქში 3600 მეტრის სიმაღლეზე, მთებში აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დილით კანადური წარმოების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი De Havilland Canada DHC-4 Caribou ახალი გვინეას ქალაქ ტიმიკიდან პაპუას პროვინციის მიმართულებით გაფრინდა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ კი ის რადარებიდან გაქრა. წინასწარი მონაცემებით თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200