მეტროსადგურ „სამგორში“ მამაკაცი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 01.11.2016
- 11:53
მეტრო სადგურ „სამგორში“ მამაკაცის გარდაცვალების გამო, მოძრაობა შეფერხებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმული მამაკაცი მატარებლის ვაგონში ცუდად გახდა. ის მგზავრებმა სადგურის ბაქანაზე გამოიყვანეს და სასწრაფო-სამედიცინო დახამრება გამოიძახეს, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფომრაციით, მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელი არ ჩერდება, ვინაიდან გვამი ექსპერტმა უნდა დაათვალიეროს და შესაბამისი პროცედურები ჩატარდეს, რასაც დაახლოებით 1 საათი დასჭირდება. ამის შემდეგ, მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელი ჩვეულებრივ გაჩერდება და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ მგზავრობას".
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200