მოსულისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლა გრძელდება
- მსოფლიო
- 02.11.2016
- 10:48
ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ”ისლამური სახელმწიფოს” ასობით მებრძოლი გაანადგურა მოსულზე ავიაიერიშების შედეგად.
ტელეარხ ”ალ-ჯაზირას” ინფორმაციით, ერაყის არმიამ მოსულის მისადგომებთან 11 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, ასევე დაამყარა სრული კონტროლი ქოქჯალის აღმოსავლეთ რაიონებზე.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის სახელისუფლებო ძალების გარდა მონაწილეობენ ქურთთა გასამხედროებული ფორმირებები და საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200