ალმა-ატელ ტერორისტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
- მსოფლიო
- 02.11.2016
- 12:15
10 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ რუსლან კულეკბაევს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თავდასხმა ალმა-ატაში 18 ივლისს მოხდა. კულეკბაევმა უშიშროების სამსახურის შენობასთან ცეცხლი გახსნა, რასაც 8 სამართალდამცავი და 2 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. პროცესზე 26 წლის განსასჯელმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს. კულეკბაევის თქმით, მან მუსულმანი ძმების შევიწროვებისთვის იძია შური.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200