primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

  • პოლიტიკა
  • 02.11.2016
  • 17:18
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია,   მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები  ქ. ასტანაში  გამართულ აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას  KazAgro/KazFarm-2016  დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილესთან, სერიკ ეგიზბაევთან ერთად  გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და KazAgro/KazFarm-2016-ის  მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ცოფურაშვილმა ბოლო წლებბში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ  მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების  გააქტიურების, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის  უზრუნველყოფის მიმართულებით.

,,ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. ქართული კომპანიები სამინისტროს ხელშეწყობით  მსოფლიოს მასშტაბით აგრარული მიმართულების ათეულობით საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. საქართველოს სტენდი  წარმოდგენილია  KazAgro/KazFarm-2016-ზეც და იმედი გვაქვს, რომ ქართული პროდუქცია პოპულარული გახდება ყაზახეთის ბაზარზეც“, -

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016   მოწყობილ ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: ,,კულა“, ,,შატო თელავი“, ,,ქიმერიონი“, ,,ლივო“, ,,ზედაზენი“, ,,შპს ქინძმარაული“, ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“, წინანდლის ძველი მარანი“ და  ,,არეანი“.

გამოფენის ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  გოჩა ცოფურაშვილი,  დელეგაციის წევრებთან და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილეს, სერიკ ეგიზბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება განიხილეს.

გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 ქართული სტენდი საუკეთესოდ აღიარეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სპეციალური დიპლომი და ოქროს მედალი გადასცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge