თურქეთის ჟანდარმერიიდან კიდევ 1218 თანამშრომელი გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 03.11.2016
- 13:21
თურქეთის ჟანდარმერიის კიდევ 1218 თანამშრომელი დაკავებული სამუშაო ადგილებიდან გაათავისუფლეს. ისინი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად სტამბოლსა და ანკარაში 240 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მტი კი დაშავდა. ხელისუფლება მომხდარში ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. გიულენთან ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით არშემდგარი ამბოხის შემდეგ 32 ათასი ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი 70 000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200