პუტინმა სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა
- მსოფლიო
- 03.11.2016
- 15:02
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ მსახიობს სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, სიგალი მოქალაქეობას დაჟინებით ითხოვდა.
”ეს სიგალის სურვილია. ის დაჟინებით, დიდი ხნის განმავლობაში გვთხოვდა მითვის მოქალაქეობის მინიჭებას”, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, სიგალი ცნობილია თავისი მეტად თბილი დამოკიდებულებით რუსეთისადმი და ამ გრძნობების დამალვა მას არასდროს უცდია.
მანამდე რუსეთის მოქალაქეობა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, მოკრივემ ჯონს-უმცროსმა და შერეული ორთაბრძოლების მონაწილემ ჯეფ მოსონმა მიიღეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200