png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკი იუსტიციის სახლებში სიახლეს ნერგავს

  • ეკონომიკა
  • 03.11.2016
  • 16:16
თიბისი ბანკი იუსტიციის სახლებში სიახლეს ნერგავს

იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების  საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს  იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და თიბისი ბანკს  შორის ხელი უკვე მოეწერა. ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა.

საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე  თიბისი ბანკის  პოსტერმინალია  განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის.  140  პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს  თიბისი ბანკმა  გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო.

„ახალი, ინოვაციური პროექტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ადგილზევე გადაიხადონ საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯი, მაგალითად, როგორიც არის, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციის საფასურები. ამ სერვისით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერი ტიპის (ვიზა, მასტერკარდი, ჩაინა უნიონ ფეი) საბანკო პლასტიკური ბარათის მფლობელს. ეს სერვისები ამ დროისთვის  მოქმედებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში, ხოლო სულ მალე, მთელ საქართველოს მოიცავს, რათა მომხმარებლებმა პროცესები მარტივად გაიარონ, დაზოგონ დრო  და თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ,“ -  აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ უწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ.

„ეს არის „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სრულყოფისკენ მიმართული ინიციატივა, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო უზოგავს დროს და ფინანსური ოპერაციის შესრულება უხდება უშუალოდ ოპერატორთან, მას აღარ სჭირდება ბანკის ფილიალებში წასვლა და იქ რიგში ჩადგომა.  ამ ეტაპზე მომსახურება დავნერგეთ  ყველაზე დატვირთულ ფილიალებში დიდ ქალაქებში, მაგრამ ვგეგმავთ, რომ  ის  მთელი საქართველოს მასშტაბით გავავრცელოთ,“  -  აცხადებს გივი აზაურაშვილი, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე აღნიშნული მომსახურება ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში უახლოეს თვეებში ამოქმედება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge